15:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-17 11:11:03, 1747 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ და ევროკავშირი შეძრწუნებული არიან უკრაინაში საფლავების აღმოჩენით

აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატებმა განაცხადეს რომ რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულებზე  უკრაინაში, იზიუმში, 

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა ტვიტერით დაწერა, რომ მასობრივი სამარხის აღმოჩენამ "უნდა გააძლიეროს ჩვენი კოლექტიური მისწრაფება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მისი სისასტიკის გამო". აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი "შემაძრწუნებლად" იქცევა და სავარაუდოდ ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იზიუმში მომხდარ მკვლელობებზე. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ პირობა დადო, რომ ვაშინგტონი დაეხმარება უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებების შეგროვებაში:

„მიღებული ინფორმაციით, ეს არის სულ 440-ზე მეტი დაკრძალვა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. საშინელებაა, ამაზრზენი. სამწუხაროდ, ეს სისაძაგლე და სისასტიკე ემთხვევა რუსეთის შეიარაღებული ძალების ომს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.

საფლავების აღმოჩენის შესახებ ცნობების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აპირებს დელეგაციის გაგზავნას იზიუმში. საერთაშორისო სპეციალისტებმა უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის წამებისა და ანგარიშსწორების შესახებ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაპოვნია სულ მცირე 440 გვამი, ხარკოვის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი ამბობს, რომ ნაპოვნი გვამების 99 პროცენტს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები ეტყობა.

ფოტო - Evgeniy Maloletka / AP / Scanpix / LETA

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics