|
2022-09-16 21:07:08, 1201 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - ელჩი ზემოდან გვიყურებს და ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე გადმოდის
კელი დეგნანი არ იყო გულწრფელი, არ ამბობდა სიმართლეს, თავს არიდებდა პასუხებს ან გადმოდიოდა შეურაცხყოფებზე და ეს არ არის კარგი საქციელი ელჩისთვის. - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, მეგობარი სახელმწიფოს ელჩი მათ უყურებთ არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და სუვერენული სახელმწიფოს პარლამენტის წევრებს, არამედ ზემოდან ელაპარაკებათ. "კელი დეგნანი არ იყო გულწრფელი, არ ამბობდა სიმართლეს, თავს არიდებდა პასუხებს ან გადმოდიოდა შეურაცხყოფებზე და ეს არ არის კარგი საქციელი ელჩისთვის ზოგადად და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩისთვის. ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა და თან იქ იყენებდა იმ ორმაგ სტანდარტს, სადაც ავლენდა თავის არცთუ კეთილგანწყობას საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მიმართ. მისი თქმით, როდესაც ამერიკის კონგრესის წევრი ბატონი კინზინგერი მოუწოდებს უკრაინაში მებრძოლ ქართველ მებრძოლებს, რომ ჩადით საქართველოში და ეს პრორუსი ხელისუფლება გაყარეთ იქიდან, ეს არის გამოხატვის თავისუფლება კონგრესის წევრის და თურმე, ეს მისი საქმე არ არის; მაგრამ, როდესაც ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები ვუსვამთ კითხვებს ქალბატონ კელი დეგნანს, თურმე ეს არის პრორუსული დეზინფორმაცია. სინამდვილეში, ვინც რუსულ საქმეს აკეთებს და ვინც პრორუსულ ინფორმაციას ემსახურება საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტების შემოტანა, როდესაც მეგობარი სახელმწიფოს ელჩი გვიყურებს არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და სუვერენული სახელმწიფოს პარლამენტის წევრებს, არამედ გველაპარაკება ზემოდან და ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე გადმოდის“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)