|
2022-09-14 12:13:39, 1081 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილი - არანაირი რევოლუციური სცენარის შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციაში, ამას ქოცები ქმნიდნენ
საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე, სინამდვილეში იყო სუს-ის საიტები და საუბრები იყო ივანიშვილის დავალებით დამონტაჟებული და ატვირთული, - ამის შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის, არამედ, ეს საუბრები ყოველთვის იყო “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი. “მე ვხედავ, რომ ქოცები ისევ აგრძელებენ ხალხის ცრუ პროპაგანდით დაშინებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის. ეს საუბრები ყოველთვის იყო ქოცების მიერ შექმნილი ხალხის გასაშავებლად. ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და არაავთენტიკური საუბრები. სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე მე წარვადგენ ამ ყველაფრის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ორიგინალშიც და დამონტაჟებულშიც. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვილაპარაკო სიმართლე ხალხის წინაშე. სიცრუე კი ერთია: საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე, სინამდვილეში იყო სუსის საიტები და საუბრები იყო ივანიშვილის დავალებით დამონტაჟებული და ატვირთული სუსის ოტოს მიერ. ხალხს უკვე აღარ სჯერა თქვენი “შოკისმომგვრელი” მდარე ხარისხის “ფეიკ” პროპაგანდის. ასე რომ груსებო, ხალხი მალე გამოგიტანთ სამარცხვინო განაჩენს”, - წერს სოსო გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)