16:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 19:17:36, 1713 ნახვა

ომი უკრაინაში
დეოკუპირებულ ბალაკლეაში, სარდაფში, რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს

დეოკუპირებულ ბალაკლეაში, ერთ-ერთ სარდაფში, რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი მარიანა ბეზუგლა ავრცელებს.

მისივე თქმით, ფოტომასალები ამის მკაფიო დასტურია.

"ბალაკლეა. სააღსრულებო ოთახი. სარდაფი. ინსტრუქციები "უკრაინული ნაციზმის" შესახებ კედლებზეა გაკრული, იქვე - სკამი ჩაქუჩით, ლენტით და გამოყენებული ხელთათმანები. მოპირდაპირედ - საკნები. მეორე ოთახში - ნაკაწრები და სისხლის კვალი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics