2022-09-10 15:22:36, 1579 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს
რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრში არცერთი რუსი ოკუპანტი ან სეპარატისტული სამხედრო ჯგუფის წევრი აღარ იმყოფება.
გარდა ამისა, მოქალაქეები, რომლებიც დათანხმდნენ თანამშრომლობას რუს ოკუპანტებთან ხარკოვის ოლქის ქალაქებში: კუპიანსკში, ბალაკლეასა და იზიუმში, ქალაქების განთავისუფლების ფონზე მასობრივად გარბიან რუსეთის ფედერაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,