|
2022-09-10 11:32:18, 1736 ნახვა
ეკონომიკა
რთველის საკოორდინაციო შტაბში კახეთის რეგიონის მედია-საშუალებებთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა კახეთის რეგიონის მედია-საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლევან მეხუზლას ინფორმაციით, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 30 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 11,5 ათასი ტონა რქაწითელი, 13,3 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. “რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. ღვინის საწარმოებს ყურძენი 2000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 24 მლნ ლარს აღწევს” – აღნიშნა ლევან მეხუზლამ. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 100-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)