06:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 11:47:08, 1513 ნახვა

სამართალი
თავდაცვის სამინისტრომ მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით,  24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო.  , აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და გამოიკითხა „საფარის“ ადვოკატის თანდასწრებით. 

"გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ განცხადებაზე, იმავე დღეს დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება. აქვე განვმარტავთ, აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და გამოიკითხა „საფარის“ ადვოკატის თანდასწრებით. ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა შემდგომი მოქმედებები: გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც ასევე ხელშეკრულებითაა დასაქმებული. გამოკითხვის, დათვალიერება-დაოქმების პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც საკმაოდ საყურადღებო და შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთის მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორეს მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან,"- ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics