03:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 17:08:56, 423 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული არქივი ხარიტონ შავიშვილის არქივს საქართველოში ჩამოიტანს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ჟენევაში გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში დაცული, „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალიზაცია დაიწყო.
როგორც "ექსპრესნიუსს" ეროვნული არქივიდან აცნობეს, ხარიტონ შავიშვილის არქივის ასლის საქართველოში ჩამოტანაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასულ წელს ჟენევის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა და ეროვნული არქივისათვის დოკუმენტების დასკანერების უფლების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები პირადად გამართა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეროვნული არქივის სპეციალისტები ჟენევაში ჩავიდოდნენ და საკუთარი აპარატურით, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ამ საარქივო მასალების დიგიტალიზაციას გააკეთებდნენ.
ეროვნული არქივის სპეციალური ჯგუფი დოკუმენტების დასკანერებას თებერვლის მეორე ნახევარში დაასრულებს. ხარიტონ შავიშვილის არქივის ელექტრონული ასლის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ, დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე აღიწერება. აღწერის ინგლისური ვერსია გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკასაც გადაეცემა, რაც მკვლევარებისათვის მასალის შესწავლას გააიოლებს.
არქივში თავმოყრილია: „ერთა ლიგაში“ საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობის ამსახველი დოკუმენტები; მიმოწერა ევროპულ ორგანიზაციებსა და ევროპელ პოლიტიკოსებთან საქართველოში არსებული პრობლემატიკის შესახებ; ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობის, ასევე „საქართველოს საზღვარგარეთული პრესის ბიუროსა“ და „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის“ საქმიანობის ამსახველი მასალა. გარდა ამისა, ხარიტონ შავიშვილის არქივში ინახება მისი მემუარები და პირადი ბიბლიოთეკა.
ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალური ასლების საქართველოში ჩამოტანა, მისი აღწერა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მამულიშვილის სამშობლოსათვის ბრძოლის 55-წლიანი ისტორიის სათანადოდ შენახვისა და შესწავლის საწინდარი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics