2022-09-08 09:52:46, 1532 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი აცხადებს, რომ უკრაინა „ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან“ პროგრესს განიცდის ბრძოლის ველზე
უკრაინული ძალები "ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს" ახორციელებენ ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
კოლინ კალი თვლის, რომ ამჟამად უკრაინელები სამხრეთში უკეთესად მუშაობენ, ვიდრე რუსეთის არმია.
"ვფიქრობ, უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები,
მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინის მხარეზე ახლა უკეთესად მიდის საქმეები სამხრეთში, ვიდრე რუსეთის მხარეს“, - ამბობს თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,