11:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 13:59:32, 1356 ნახვა

ეკონომიკა
ბბ დაზღვევა სადაზღვევო სექტორში მოგებით მე-3 ადგილზეა

ბბ დაზღვევა, სადაღვევო ბაზარზე 5 წლიანი ოპერირების შემდეგ, მოგებით სამეულშია. კომპანიამ სექტორის  მთლიანი მოგების 11.7% დააგენერირა.

ბბ დაზღვევა, ბბ ლიზინგთან ერთად ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომლის მთავარი უპირატესობაა ჰოლდინგური სერვისი, რომელსაც როგორც საცალო ისე კორპორატიულ  მომხმარებელს სთავაზობს.

ბბ დაზღვევის ძირითადი მიმართულებებია: საავიაციო დაზღვევა, ტვირთის ტრანსპორტირების დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ბიზნეს უწყვეტობის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა, ავტომობილის და ავტომფლობელთა დაზღვევა.

მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის სადაზღვევო მომსახურების შეძენა ბაზისბანკის   ფილიალებში შეუძლია.

ბბ დაზღვევა მომხმარებელს  მაქსიმალურად დახვეწილ  სერვისსა  და ხელსაყრელ ტარიფს  კომბინირებულად სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა მომხმარებლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბბ დაზღვევა „ჰუალინგ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში 600 მლნ. აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული, ეს გარემოება კი მომხმარებელს ნდობასა და საიმედოობას უჩენს. უპირატესობებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ზარალის დარეგულირების  სისწრაფე.

სწორედ ამ გარემოებების დამსახურებით, ბბ დაზღვევა დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის - საავიაციო დაზღვევის ბაზრის ლიდერია  და  ბაზრის 52,2%-ს ფლობს!

ბბ დაზღვევის  მიმდინარე წლის  გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია. კომპანია აგრძელებს კორპორაციული მიმართულებით მუშაობას და  წლის ბოლოსთვის მოგების ჭრილში 2 მილიონი ლარის გენერირებას  გეგმავს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics