18:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 17:45:29, 1679 ნახვა

ომი უკრაინაში
ზახაროვა - აშშ-მ ევროკავშირის ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცხვრების როლს ასრულებენ

აშშ-მ ევროკავშირის ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცხვრების როლს ასრულებენ. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა საინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის გაზმომარეგების კრიზის უკან აშშ დგას.

"მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საბჭოთა დროიდან ენერგეტიკული რესურსების სანდო მიმწოდებელი იყო, შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ ენერგეტიკული კავშირები რუსეთსა და მსხვილ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა გერმანია, გაეწყვიტა. აშშ-მ ევროკავშირის ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცხვრების როლს ასრულებენ. ეს არის აბსოლუტური თვითმკვლელობა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ამ გზის გავლა მოუწევთ“.. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics