02:59 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 16:26:06, 1724 ნახვა

რეგიონი
კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, საპატიო შუახეველს, რეზო ფევაძეს 75 წელი შეუსრულდა

კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, საპატიო შუახეველს, რეზო ფევაძეს 75 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღი, რეზო ფევაძეს, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად მიულოცა, კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

რეზო ფევაძე 50 წელზე მეტია ჩართულია მუნიციპალიტეტის კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში. მუშაობდა შუახევის კულტურის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე.

მონაწილეობდა როგორც ქვეყნის, ასევე, მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ფესტივალებში. დაჯილდოებულია მედლებით, სიგელებით, დიპლომებითა და პრემიებით. მინიჭებული აქვს აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკის, საპატიო მარეთელისა და შუახევის კოლორიტის წოდება. ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას ვაჟთა ვოკალურ ანსამბლში ,,შუახევი“ და იყო მისი უცვლელი წევრი. არის ფოლკლორის, ხალხური შემოქმედებითი, რესპუბლიკური და სხვადასხვა ფესტივალების  ლაურეატი. 

მისი ავტორობით გამოიცა შუახევის ნახევარ საუკუნოვანი შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიის ამსახველი წიგნი-ალბომი ,,შენი განდაგანა, რერო ოდელია". 

რეზო ფევაძე დღემდე აგრძელებს კულტურის სფეროში მოღვაწეობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics