00:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 16:31:37, 458 ნახვა

საზოგადოება
ილიაუნიში ლექცია „კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო დღე“ გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსებიდან ერთი წელი შესრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ბიურო სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

დღეს, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია „კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო დღე“გაიმართა.  

უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ლექცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ და უნივერსიტეტის  მეცნიერებათა  და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი გვალიამ გახსნეს. მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და კიბერუსაფრთხოების სფეროს პოპულარიზაციისა და ამ კუთხით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი ბეროშვილი დაესწრო.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს  კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, ბიუროს საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემატიკამ აქტუალობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ შეიძინა.

2014 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებმა საბჭომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics