02:53 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 13:44:45, 2939 ნახვა

სპორტი
„თუ არ მივიღებთ, ევრობასკეტს დავტოვებთ“ - თურქეთის კალათბურთის ფედერაცია კადრების გასაჯაროვებას ითხოვს

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი FIBA-ს მიმართავს და მოითხოვს, რომ თამაშის მიმდინარეობისას, გასახდელში მომხდარის კადრები გასაჯაროვდეს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში ომენ ონანი ამბობს, თურქეთი ევრობასკეტს დატოვებს.

"ჩვენს კალათბურთელს ქორქ-მაზსა გასახდელში ვაცილებდით, მას კალათბურთელებთან ერთად თავს პოლიციაც დაესხა და ჩვენ ხელჩართული ჩხუბი პოლიციასთან მოგვიხდა. FIBA-ს გარკვევით ვეუბნებით, თუ გასახდელში მომხდარის კადრები არ გასაჯაროვდება და ჩვენ მას არ მივიღებთ, ევრობასკეტს დავტოვებთ",- აცხადებს ომენ ონანი.

ცნობისთვის, გუშინ, 4 სექტმებერს, საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები ანგარიშით  88:83 დაამარცხა. თამაშის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, რა დროსაც თურქ ქორქ-მაზსა და დუდა სანაძეს ურთიერთშელაპარაკების გამო მატჩი 10 წუთით შეწყდა, ორივე კალათბურთელი კი დისკვალიფიცირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics