|
2022-08-29 13:53:46, 1664 ნახვა
ეკონომიკა
პროექტი Let’s GET LOST with WIZZAIR ქუთაისში დასრულდა
ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 3 დღის განმავლობაში ქუთაისმა და იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200 მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან ქუთაისის აეროპორტში დაეშვა, ისე რომ მათთვის დანიშნულების ადგილი უცნობი იყო. ,,ძალიან გამორჩეული ტური გვქონდა, განსაკუთრებული. ნამდვილად არ ველოდით, რომ თვითმფრინავი საქართველოში დაეშვებოდა. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე გავფრინდე ისეთ ადგილზე, რომელიც თვითმფრინავის დაშვებამდე უცნობია. საქართველო ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო, ეს არის ულამაზესი ბუნებით მდიდარი ქვეყანა. ადამიანები არიან ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე,“-ამბობს მუსტაფა მადგამელი, ბლოგერი დუბაიდან. ,,საქართველოში მანამდე ორჯერ ვიყავი. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და ყველაფერი მომწონს აქ. მანამდე თბილისსა და ბათუმში ვიყავი ნამყოფი. ახლა კი მოვინახულე ულამაზესი იმერეთი. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ძალიან ლამაზია ქალაქი ქუთაისი, მოვინახულეთ წყალტუბო,“-ამბობს დიზაინერი და ინფლუენსერი ამარ ვაგასანი. პროექტის მონაწილე 20 ქვეყნის 200 მდე ინფლუენსერმა და ბლოგერმა 3 დღის განმავლობაში მოინახულეს მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, წყალტუბო, კურორტ საირმეს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ვიზიტის ბოლო დღეს პრომეთეს მღვიმე მოინახულეს და სამეგრელოში, მარტვილის კანიონში გადაინაცვლეს. პროექტის მონაწილეებმა საქართველოს ისევ ქუთაისის აეროპორტიდან სპეციალური ჩარტერით დატოვეს. აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით მათ გაფრენისას საჩუქრები გადაეცათ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)