|
2022-08-29 12:57:03, 1686 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის პუნქტების შესრულებას
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ვენეციის კომისიის მიერ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მიღებულ დასკვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მმართველი გუნდის რეაქცია მიუთითებს იმაზე, რომ არ აპირებენ 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულებას. როგორც დეკანოიძემ გამართულ ბრიფინგზე დასძინა, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, თუმცა ამის იმედი არ აქვს. "დასკვნაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი, როგორც ამბობდა ამას ოპოზიცია მიღებულია ნაჩქარებად და მოითხოვს დეტალურად დასაბუთებას მმართველი გუნდს მიერ. ეს კანონპროექტი ნამდვილად არ შესაბამება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას. ამიტომ, ვენეციის კომისიის დასკვნა და ზოგადად, ექსპერტების დასკვნა, რომლებიც არიან ვენეციის კომისიაში, ამ კანონპროექტებზე მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: პირველი - ქართული ოცნება არ აპირებს 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულებას და ყველა პროცესი, პრაქტიკულად, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საკანონმდებლო ჩარჩოს გასააქტიურებლად, არის იმიტაციური მეორე - ქართული ოცნება და მმართველი უმრავლესობა არაფრად აგდებს ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლობის რეკომენდაციებს და მე მოგახსენებთ აქ ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც პირიქით, ბრალი დასდო ვენეციის კომისიას და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში, პოლიტიკური მართლმსაჯულების და მათ შორის სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღი გულისხმობს იმას, რომ ოცნების მიერ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების, საზოგადოების მოტყუება და სწორედ ამას ასაბუთებს და ამბობს ვენეციის კომისია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად, მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, რაც არ იქნება, იმიტომ რომ როგორც უმრავლესობა და ოცნება ამბობს, ისინი აპირებენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას", - განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, ვენეციის კომისია საქართველოს შესახებ იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ დასკვნას აქვეყნებს სადაც ნათქვამია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით შემუშავებას. როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, მოსაზრება ასკვნის, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველ გადახედვას.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)