|
2022-08-26 12:03:44, 2042 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მარნეულში მარცვლეულის წარმოება იზრდება
„საქართველოს ბანკი“, როგორც აგრო მიმართულების პროექტების მხარდამჭერი, აგრძელებს რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებას. ამ მიზნით და ბანკის დაფინანსებით კომპანია „ლომთაგორა“-მ ბანკთან პარტნიორობის შედეგად, მარნეულის რაიონის სოფელ იალღუჯაში, მარცვლეულის წარმოება 40%-ით გაზარდა. „ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოვახერხეთ კომბაინის და საბრუნავი პროდუქციის შეძენა. ჩვენ ვაწარმოებთ, როგორც სიმინდს, ისე, ხორბალს, რომლის რეალიზებასაც ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ბანკის დახმარებით მეტი მარცვლეულის წარმოება გადავწყვიტეთ, რადგან ქვეყანაში საკმარისი ოდენობის პროდუქტი სამწუხაროდ არ იწარმოება. სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებით კიდევ 100% გავზარდოთ წარმოება და სრულად ავითვისოთ ის ფართობი, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, კახა ლაშხი. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ აგრომიმართულების პროექტები. „საქართველოს ბანკი“ ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს რეგიონებში ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და სამომავლოდ განვითარებაზე ფიქრობს. ასეთია ჩვენს მიერ დაფინანსებული კომპანია, რომელიც მარცვლეულის საწარმოებლად დამატებით ფართობის სრულად ათვისებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ აგრო დაფინანსების მიმართულებით „საქართველოს ბანკში“ შექმნილია კომპეტენციის ცენტრი, სადაც თვალყურს ადევნებენ დარგის ტენდენციებს და კვალიფიციური კადრები ბიზნესებს შესაბამის დახმარებას უწევენ, გასცემენ სასარგებლო რჩევებს მიზნობრივი დაფინანსებისა თუ სპეცპროექტის სწორად შერჩევისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მარცვლეულის ბიზნესის მხარდაჭერას, რათა გავზარდოთ ქვეყანაში შიდა წარმოების ხელშეწყობა“, - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)