23:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 10:23:27, 1704 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიდერლანდები უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 65 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები 65 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის დახმარებისა და ინვესტიციებისთვის. ამის შესახებ საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა ლისიერ შრეინმახერმა კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პაკეტი მოიცავს ჰოლანდიური კომპანიების თანადაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღსადგენად, როგორიცაა ხიდები, კაშხლები და საავადმყოფოები, უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში. თანხები ასევე მოხმარდება უკრაინული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები 1 მილიონ ევროს გამოყოფს ხერსონის, ოდესისა და მიკოლაივის პრიორიტეტული რეკონსტრუქციის პროექტების განსახორციელებლად. ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაცია ასევე მზადაა უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ჰოლანდიელი სპეციალისტების მოზიდვას მსგავსი გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში.

გარდა ამისა, ჰოლანდიის მთავრობა გეგმავს 10 მილიონი ევროს გამოყოფას იმ ტერიტორიებზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, განაღმვისა და ასაფეთქებელი ობიექტების ლიკვიდაციისთვის.

„ნაღმების გაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების განეიტრალების შემდეგ, ადამიანებს შეეძლებათ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და დაიწყონ მუშაობა ოჯახებისა და ბიზნესის აღდგენისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა შრეინმახერმა.

ნიდერლანდები ასევე გადასცემს 2,5 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მაკროეკონომიკური რეფორმების, საჯარო ადმინისტრირებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად უკრაინაში და კიდევ 2 მილიონ ევროს გაეროს მოსახლეობის ფონდს ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის. უკრაინაში სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლებს.

როგორც ცნობილია, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ლისე შრეინმახერი და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლლონგრენი ერთობლივი ვიზიტით კიევში იმყოფებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics