01:00 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 09:51:34, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინის შესახებ, არასოდეს იქნება ჩვენს ქალაქებზე

სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინის შესახებ, არასოდეს იქნება ჩვენს ქალაქებზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურის დახმარებით, უკრაინა გამოავლენს თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს დარტყმებს ქალაქებში.

„მინდა ცალკე მივმართო ჩვენი ყველა ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან რუსული არმიის მხრიდან- ხარკოვი და ნიკოლაევი, დონბასის ყველა ქალაქი, დნიპროპეტროვსკი, ზაპოროჟია, ყველას, ვინც განიცდის სიცოცხლის დესტრუქციისა და იმ ყველაფრის განადგურების მუდმივ საშინელებას, რაც ცხოვრებას ნორმალურს ხდის, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ არცერთ ამ დარტყმას. ჩვენ გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებში. ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. ვერც ერთი მკვლელი ვერ დაიმალება. რა თქმა უნდა, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რის ნანგრევებად დატოვებასაც ტერორისტები ცდილობენ. სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინის შესახებ, არასოდეს იქნება ჩვენს ქალაქებზე",-  განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics