15:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 13:00:59, 1323 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილი - ქოცრებო, გავიგე მამა-მარჩენალს დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო და ახლა გენერალურ შეტევას ამზადებთ ჩემზე

ქოცრებო, გავიგე მამა-მარჩენალს ძალიან დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო და ახლა ამზადებთ გენერალურ შეტევას ჩემზე,- ამის შესახებ, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა განაცხადა.

გოგაშვილის თქმით, ახლა მის წინააღმდეგ "გენერალურ შეტევას" ამზადებენ და მისი საუბრის დამონტაჟებას აპირებენ.

„ქოცრებო, გავიგე მამა-მარჩენალს ძალიან დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო და ახლა ამზადებთ გენერალურ შეტევას ჩემზე, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხო უკვე დააანონსებინეთ ,,ვიტალი ხაზარაძეებს’’: რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია, არანაირ შედეგს არ მოგცემთ, მით უფრო ამას გადაფარავს თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები. ისე ხომ არ ჯობია ,,სუკის’’ ბებერი ,,ვოლკის’’ ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად, მაგრამ შემდეგ ხომ ციხიდან გაშვება მოგიწევთ ჩემი, მოკლედ შარში ხართ.

პ.ს ახლა არ გამოდგათ ,,ვიტალი ხაზარაძე’’ და არ ათქმევინოთ, აი თავს იზღვევს წინასწარ და პრევენციას აკეთებსო. მარჩენალს პლიუს ხუთ კაცში რომ ვიყავი და შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი დაგავიწყდათ?

პ.პ.ს მალე: როგორ იწრთობოდა ,,POSTV’’ სუსის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები’’. ( ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე)",- წერს გოგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics