|
2022-08-19 10:37:33, 1614 ნახვა
ომი უკრაინაში
19 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა
დღეს ხარკოვი რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობს,- ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა. მისი თქმით, 17 აგვისტოს საღამო და 18 აგვისტოს დილა ერთ-ერთი ურთულესი გახდა ხარკოვისთვის ომის დაწყებიდან. „ძვირფასო ხარკოველებო! დღეს ხარკოვში გლოვის დღეა. 17 აგვისტოს საღამო და 18 აგვისტოს დილა ერთ-ერთი ურთულესი გახდა ხარკოვისთვის ომის დაწყებიდან. ხალხი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები",- წერს ტერეხოვი. შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, ხარკოვში სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, მათ შორის, 11 წლის ბავშვი. გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დილით რუსებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. სლობოდსკოის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა 18 კი-დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)