01:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 10:26:45, 1541 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი ყოველ დღე ბომბავს ხარკოვს, რათა ამ მიმართულებით უკრაინული ძალები შეაჩეროს

რუსეთი ყოველ დღე ბომბავს ხარკოვს, რათა ამ მიმართულებით უკრაინული ძალები შეაჩეროს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე ხარკოვი დაზარალდა იმის გამო, რომ ის რჩება რუსული არტილერიის უმეტესი სახეობების მოქმედების ფარგლებში.

„რუსული ჯარები შედარებით მარგინალურად იკავებენ ხარკოვის მიმართულებას, მაგრამ აგრძელებენ ადგილობრივი რეიდების და უკრაინული ძალების დაბომბვას. ისინი, ალბათ, ცდილობენ აიძულონ უკრაინა, შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი ძალები ამ ფრონტზე, რათა არ გამოიყენონ ისინი კონტრშეტევის ძალად“,- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით, 18 აგვისტოს, დამპყრობლებმა ხარკოვის სამი რაიონს დაარტყეს.

მისი თქმით, მოწინააღმდეგეები საცხოვრებელ კორპუსებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექებს ბომბავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics