01:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 21:41:48, 1844 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტთ

ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და შემდეგ ყველაფერს გადავწყვეტთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით,  რუსეთის ჯარი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დღემდე აწარმოებს თავდასხმებს ფრთოსანი რაკეტებით.

"თურქეთის პრეზიდენტმა, ბატონმა ერდოღანმა მითხრა, რომ უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური ფანჯარა რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. მე მას ვუთხარი ჩემი მოსაზრება ამის შესახებ. რუსეთის ჯარი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დღემდე აწარმოებს თავდასხმებს ფრთოსანი რაკეტებით. ამიტომ ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ ყველაფერს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics