01:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 19:03:27, 1542 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის სარდლობა - 18 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს

18 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს. - ამის შესახებ სამხრეთის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიღწევის ზონაში სარაკეტო დარტყმისა და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე კვლავ აქტუალურია.

"18 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს, მიღწევის ზონაში სარაკეტო დარტყმისა და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე კვლავ აქტუალურია, სანაპირო წყლები სახიფათოა ცურვისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics