|
2022-08-18 17:21:14, 3243 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა შევამოწმოთ ავტომობილში შორ გზაზე წასვლამდე?
განტვირთვისთვის ზაფხული საუკეთესო პერიოდად ითვლება, რადგან ამ დროს დასვენება, მთაშიც და ზღვაზეც თანაბრად სასიამოვნოა. საზაფხულო ვოიაჟის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა, რისთვისაც ავტომობილი წინასწარ უნდა მოვამზადოთ. რას გვირჩევენ ექსპერტები შორ გზაზე ჩვენი ავტომობილით მოგზაურობამდე - ამ თემაზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისის რეგიონული მენეჯერი, მამია ჭუმბურიძესაუბრობს.
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომობილის ფლობისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ მწარმოებლის მიერ დადგენილი სარეგლამენტო მომსახურებებით და დროულად მოვახდინოთ შესაბამისი სერვისის ჩატარება. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ამცირებს შემდგომ რისკებს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს. რაც შეეხება მოგზაურობას და შორ გზაზე წასვლას - ასეთ შემთხვევაში ხშირად არ ითვალისწინებენ, რომ ავტომობილს განსხვავებულ რელიეფზე სხვადასხვადატვირთვით მუშაობა უწევს. სწორედ ამიტომ, საჭიროა წინასწარი მომზადება და ავტომობილის სრულად გამართვა. დიაგნოსტიკისას მანქანის რომელ ნაწილებს უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება? მნიშვნელოვანია გადამოწმდეს ძრავის, გადაცემათა კოლოფის და გაგრილების სისტემის სითხეების დონე - საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი შეცვლა.საბურავები უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისადაუცილებელია გადამოწმდეს მათი სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა. გარდა სავალი ნაწილისა, კიდევ რა დეტალების შემოწმებაა მნიშვნელოვანი? აუცილებლად უნდა შემოწმდეს ძრავის გაგრილების სისტემა. შორ გზაზე წასულებს ხშირად გვიწევს არასწორ რელიეფზე სიარული, ამიტომ ძრავი გადახურებისგან უნდა დავიცვათ. ამისთვის საჭიროა, რომ გაგრილების სისტემაში ზამთარშიც და ზაფხულშიც ანტიფრიზი ესხას. ანტიფრიზის დუღილის ტემპერატურა წყლისგან განსხვავდება და ის უფრო მაღალია. ამიტომ ზაფხულის სიცხეში და დიდ დატვირთვაზე მანქანას წყლის ადუღებისგან დავიცავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძრავის სერიოზული დაზიანებაც კი გამოვიწვიოთ. ზოგადად, გადაცემათა კოლოფში ზეთის ხშირი გამოცვლა არ არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ავტომფლობელები მას ხშირად არ ამოწმებენ. თუმცა, შორ გზაზე დიდი დატვირთვის დროს ზეთი, რომლის ხარისხი უკვე გაფუჭებულია, შეიძლება ადუღდეს. სწორედ ამიტომ აუცილებელიაგადაცემათა კოლოფში ზეთის შემოწმება. რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყონ ავტომობილის მომზადება და ზოგადად რას ურჩევდით ავტომფლობელებს შორ გზაზე მგზავრობის წინ? თუკი ავტომობილს რეგულარულად ვუტარებთ სარეგლამენტო სერვისს, გაცილებით დაბალია რისკი იმისა, რომ გაუთვალისწინებელი სამუშაოს ჩატარება მოგვიწიოს. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით უმჯობესია, მომზადება დავიწყოთ 2-3 კვირით ადრე, რადგან საჭიროების შემთხვევაში, გვქონდეს დრო კონკრეტული ხარვეზის გამოსასწორებლად. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე მგზავრობისთვის გამზადებული მოქალაქეები ჩვენს სერვისში აღმოჩენილან. ზოგი გადამოწმების მიზნით, ზოგიც პრობლემით. მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში, მთელ საქართველოში, „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში დაგეხმარებიან და აგვისტოს ბოლომდე განსაკუთრებული შეთავაზებებითაცისარგებლებთ. თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)