|
2022-08-18 13:20:24, 1563 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი რაოდენობა მწყობრიდან გამოდის
უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი რაოდენობა მწყობრიდან გამოდის,- ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ტექნიკის მწყრობროდან გამოსვლა რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან ჯავშანტექნიკის არასწორად გამოყენებამ გამოიწვია. „სწორად გამოყენების შემთხვევაში, ERA ჭურვების ეფექტურობას ამცირებს, სანამ ისინი ტანკს მოხვდებიან. 1994 წლის ჩეჩნეთის ომიდან მოყოლებული რუსეთის ძალებმა ERA-ს სწორად გამოყენება ვერ შეძლეს. სავარაუდოდ, რუსეთის სატანკო ეკიპაჟებს არ ჩასტარებიათ წვრთნები ERA-ს სწორი გამოყენების შესასწავლად, რაც ასაფეთქებელი ელემენტების ცუდად გამოყენებას, ან მათ მწყობრიდან გამოსვლას იწვევს",- წერია განცხადებაში. დაზვერვის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ომში მრავალი წარუმატებლობა რუსი მეთაურების მხრიდან დაბალი დონის საბრძოლო დისციპლინის გამო განიცადეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)