07:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 11:31:31, 1617 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილის გადამმუშავებელი და საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე სოფელ ჩოხატაურში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო „მეგაგრო“ დაათვალიერეს.

„თხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი აგრარული პროდუქტია. ბაზარი სრულად დივერსიფიცირებულია და პროდუქცია თითქმის მთლიანად ევროკავშირში გადის. შარშან, დაახლოებით, 114 მლნ დოლარის ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენჯერმე აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


მინისტრის განცხადებით, მეთხილეობის დარგისთვის დიდი გამოწვევაა აზიურ  ფაროსანასთან ბრძოლა.
„სახელმწიფო, წლებია, ფერმერებთან ერთად, ებრძვის ამ მავნებელს; გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც გამოიხატება მოსავლიანობის ზრდაში. წელს გაცილებით უხვი  მოსავალი გვექნება, ვიდრე 2018-2019 წლებში,  თუმცა, რჩება გამოწვევები ხარისხის კუთხით. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს თხილის ხარისხი,  პროდუქტი  იყოს  კონკურენტუნარიანი  მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ფერმერებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი და ფერმერების შემოსავალი სტაბილურად მზარდი იყოს. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„მეგაგრო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამმუშავებელი საწარმოა, სადაც, წლიურად, 300-500 ტონამდე თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 680,440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი კომპანიამ ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ, „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ დახმარებით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დანერგა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 30,000 ლარი შეადგინა. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.
ჩოხატაურში, თხილის გადამმუშავებელ ახალ საწარმოში, ოთარ შამუგიასთან ერთად,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95,823,868 ლარი შეადგინა. გურიის რეგიონში, ამავე პროექტის ფარგლებში, 13 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობა 5,791,509 ლარია. 

თხილის სექტორის განვითარებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40,088,824 ლარის ოდენობის 226 შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული, მათ შორის, გურიის რეგიონში 3,546,597 ლარის ოდენობის 11 შეღავათიანი სესხი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics