15:06 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 21:22:00, 1075 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - დეგნანი უკვე ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსით საუბრობს, რაც ძალიან სამწუხაროა

დეგნანი ენმ-ს მესიჯბოქსით საუბრობს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი კითხვები ჩნდება, ამერიკის ელჩს არ უნდა უკვირდეს მაჟორიტარული სისტემის უპირატესობა.

"ჩვენ გვინდა დასავლური ურთიერთობები, არ ვაპირებთ რუსეთში დაბრუნებას, მაგრამ ასევე არ ვაპირებთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები გადავიყვანოთ ისევ უფროსი ძმის და მაღალი ტონალობის ჩვენი მხრიდან მხოლოდ მოსმენის რეჟიმში. კითხვებზე მას არ აქვს პასუხი. ეს არის უკვე მისგან გაცემული პასუხი, რომ მას არ შეუძლია არგუმენტების გაქარწყლება, გაბათილება იმ ჩვენს მიერ დასმული კითხვებისა, რაზეც მას ჩვენ ვთხოვეთ პასუხები. ამიტომ, მან აირჩია არა დიპლომატიური, შეურაცხმყოფელი ენა და გადადის ზოგად საკითხებზე. ასევე დააფიქსირა პოზიცია, როგორც მხარემ. ის საუბრობს უკვე ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსით, რაც ძალიან სამწუხაროა.

მან ისაუბრა შეუსრულებელ დაპირებებზე და ვფიქრობ, ის გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებას მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დამატებითი კითხვები ჩნდება, ამერიკის ელჩს არ უნდა უკვირდეს მაჟორიტარული სისტემის უპირატესობა, როცა თვითონ ამერიკაში არის სუფთა მაჟორიტარული სისტემა. რაც შეეხება შეუსრულებელ დაპირებებს, სხვათა შორის, ამდაგვარი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ ჩატარდა არჩევნები და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ისევ ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ელჩი თუ იწუნებს საზოგადოების ამდაგვარ გადაწყვეტილებას და მის დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ, სწორედ ეს არის ანტიდემოკრატიული". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებები მოიხსენია პოლარიზაციის საფუძვლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics