|
2022-08-17 16:16:30, 1315 ნახვა
პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი გოგაშვილს - თუ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა უნდა, თქვას ვინ და რატომ მოკლა ჩემი შვილი
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს მიმართავს. მაჩალიკაშვილი გოგაშვილს მოუწოდებს, "წვრილ-წვრილი ინფორმაციების გასაჯაროების ნაცვლად, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა სურს, გამოაქვეყნოს ჩანაწერი, რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ვინ არის მთავარი დამნაშავე". "გოგაშვილს ვურჩევდი ერთ რაღაცას, კანტი-კუნტად წერილების სახით, წვრილ-წვრილი ინფორმაციებით ნუ ასაჯაროებს წერილებს, თუ მას უნდა, რომ წავიდეს ამ სასტიკი ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ, ადგეს და დადოს, რა მოხდა, რატომ მოვიდნენ, ვინ მოკლა, რატომ მოკლა და ვინ არის მთავარი დამნაშავე. მე ვიცი, რომ როგორც გოგაშვილი, ასევე გომელაურია ამ საქმეში დამნაშავე და ამასაც ვეტყოდი გოგაშვილსაც და გომელაურსაც, რომ მათ თუ ჰგონიათ, რომ ეს საქმე, თემირლანის სისხლი შერჩებათ, აქედანვე მოვუწოდებ, რომ ძალიან სცდებიან, ამიტომ ურჩევნიათ ერთი მეორეზე გადაბრალებას, დადონ, თქვან ის, რაც მოხდა, რატომ მოკლეს, ვინ დაგეგმა, რატომ დაიგეგმა, ვინ არის მთავარი დამნაშავე. ყველამ თავთავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. თუ რაიმე გააჩნია ჩანაწერის სახით, ყველაფერი დადოს. ეს ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც კარგი იქნება, დადონ, თვითონ, რაში არიან დამნაშავეები ამ საქმის გარშემო. ვის რა ევალებოდა, ვინ რა დააშავა, ვინ როგორ დააშავა", - ამბობს მაჩალიკაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში. შეგახსენებთ, რონ სუს-ის ყოფილმა უფროსმა სოსო გოგაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში ის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც საუბრობს. ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა,- მიმართს სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გომელაურს. გოგაშვილის თქმით, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, მედიკო მარგოშვილს და "განიზრახა თავის დაძვრენა, უარესიც, გამწარებულ ოჯახთან გაგზავნა ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდიდა ფულს და დაავალა გოგაშვილის წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა გოგაშვილის მიერ იყო ჩადენილი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)