|
2022-08-17 14:25:09, 1444 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება
„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, საინტერესო და ტრადიციული, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. „ბახმაროსა"და „ნაბეღლავის" ორგანიზებითა და ბანკის ჩართულობით კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს ბახმაროს ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება. ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, ღონისძიება ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაში ყოველწლიურად ათობით მხედარი მონაწილეობს სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მიზანია დოღის, როგორც სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში და ბახმაროს კურორტის განვითარება. წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართება. წყაროს წყალმა „ბახმარომ" გამარჯვებულებისთვის ფულადი საპრიზო ფონდიც დააწერა, რომელიც 15.000 ლარს შეადგენს. საპრიზო თანხებს გამარჯვებულებს ასევე გადასცემს „ნაბეღლავი". კომპანია „წყალი მარგებელისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში ოთხი გარბენი შედგება, რომელთა მანძილი 1.200, 1.200, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენს. რეგისტრაცია 18 აგვისტოს, 12 საათზე, ბახმაროში, დოღის სტარტთან გაიმართება. შეჯიბრება 19 აგვისტოს 13:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციისთვის: ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. კურორტ ბახმაროს 2019 წლის დასაწყისში დაბის სტატუსი მიენიჭა, ხოლო გაზაფხულზე – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)