2022-08-16 22:01:25, 1380 ნახვა
პოლიტიკა
BBC - თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე 38 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი აღმოაჩინეს
თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე 38 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი აღმოაჩინეს.- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე თქმით, ისინი ივლისის შუა რიცხვებიდან მდინარე ევროსის კუნძულზე იმყოფებოდნენ.
"ივლისის შუა რიცხვებიდან მდინარე ევროსის კუნძულზე იმყოფებოდნენ. მიგრანტებიდან 22 კაცია, 7 ბავშვი და 9 ქალი, რომელთაგან ერთი ორსულია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე საბერძნეთში 232 სირიელი ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,