01:12 - 25 Apr, 2026
|
2022-08-16 14:59:47, 1576 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი დივერსიაა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის რეგიონში რუსული სამხედრო საცავის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საბრძოლო მასალის აფეთქება დივერსიის გამო მოხდა. სამხედრო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დაზიანდა სამხედრო საწყობი სოფელ ჟანკოისთან “, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეში საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა. 9 აგვისტოს, ყირიმში, ნოვოფედოროვკას დასახლებასთან, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებების სერია და ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების შედეგად სულ მცირე 9 თვითმფრინავი განადგურდა, აეროდრომი კი მწყობრიდან გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)