01:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 11:17:59, 1610 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე ბირთვული ინსპექტორების, კიევის გავლით, ჩასვლა უსაფრთხო არ არის

რუსეთი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლების ვიზიტი ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP)  უსაფრთხო არ იქნება, რადგან ინსპექტორებს  გადაადგილება კიევისა და ფრონტის ხაზის გავლით მოუწევთ.

42-მა  ქვეყანამ ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. განცხადებასი ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მათი იქ ყოფნა ატომური სადგურის უსაფრთხო მუშაობას  საფრთხეს უქმნის.

"წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს კიევში გავლა - ეს ნიშნავს, რომ ისინი ატომურ სადგურამდე მიდიან ფრონტის ხაზის გადაკვეთით. ეს არის უზარმაზარი რისკი, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არის ყველა ერთნაირად შექმნილი. ეს ხალხი მზად არის განახორციელოს ნებისმიერი პროვოკაცია,"- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ ვიშნევეცკიმ,  რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics