|
2022-08-16 11:05:52, 1638 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ დონეცკში 3 უცხოელ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა ემუქრება
ოკუპირებულ დონეცკში ე.წ. სასამართლომ 15 აგვისტოს 5 უცხოელ მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის ძალებთან ბრძოლაში დაატყვევეს, ბრალი წაუყენეს, მათგან 3-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება. საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, მარიუპოლში დატყვევებული ბრიტანელი, ჯონ ჰარდინგი, ხორვატიელი ვიეკოსლავს პრევეგი და შვედეთის მოქალაქე მატიას გუსტაფონი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ბრალი ასევე ორ ბრიტანელს წაუყენეს, დილან ჰილისა და ენდრიუ ჰილს, მაგრამ მათ სიკვდილით დასჯა არ ემუქრებათ. ამასთან, ხუთივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ აღიარებს „ხორვატია უარყოფს საბრალდებო დასკვნას და არ თვლის მას დასაბუთებულად და კანონიერად, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და საერთაშორისო კონვენციებს დაკავებულ სამოქალაქო პირებთან და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ,- განაცხადახორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიეკოსლავს პრევეგისწინააღმდეგ ბრალდებების საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ დონეცკის ხელისუფლებამ ივნისში სიკვდილი ორ ბრიტანელს და ერთ მაროკოს მოქალაქეს მიუსაჯა, რომლებიც უკრაინულ ძალებთან ერთად იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ხელისუფლების ძალადობრივი აღების მცდელობისა და დაქირავებულების ბრალდებით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)