|
2022-08-16 10:21:31, 1496 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციისთვის საკონსულტაციო საბჭო შექმნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მრჩეველთა საბჭო შეიქმნა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს უკრაინის დეოკუპაციის, რეინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე საქმიანობის კოორდინაციას, უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, შედეგების დაძლევას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასევე სახელმწიფოს, მის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შეიარაღებულ აგრესიასა და უკრაინის ტერიტორიის დროებით ოკუპაციასთან, აგრეთვე ყირიმის პლატფორმის საქმიანობის ფარგლებში პროექტებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით”,- წერია დოკუმენტში. ამასთან, ზელენსკის განკარგულებით, ამ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის შესახებ წინადადებები პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უნდა გააკეთოს. განკარგულება ძალაში, დღეიდან შევიდა. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძთვანელი პრეზიდენტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)