|
2022-08-15 16:30:23, 1477 ნახვა
ეკონომიკა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო 9 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტში არაერთი ცვლილება განხორციელდა დარგში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე. მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ფარგლებში, შესაძლებელი ხდება, სესხის თანხით დაფინანსდეს სათბურში განსათავსებელი კენკროვანი ნერგების და ქოთნების შეძენის ღირებულება თუ სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს კენკროვანი კულტურების სათბურის მოწყობა. პროექტის ქვეკომპონენტის „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ბენეფიციარებმა სესხის თანხა გამოიყენონ მრავალწლიან ბაღებში დამცავი ბადეების მოწყობად ან არსებულის სარემონტოდ; ასევე, შესაძლებელი ხდება სესხის თანხით დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა. ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის, კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი, შეადგენს 11%. სახელმწიფო ფერმერს, 66 თვის განმავლობაში, დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი, 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდეა. პროექტის კომპონენტში „შეღავათიანი აგროლიზინგი“ შესაძლებელი ხდება ლიზინგით, არასტაციონალურ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა. შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს 11%. სახელმწიფო ფერმერს 36 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი, 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდეა. ამავე კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება, არასტაციონალურ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა. ძირითად საშუალებების კომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს 11%. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი, 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდეა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)