23:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 16:25:02, 1472 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაციის ვადები 2022 წლის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაციის ვადები თითქმის ზამთრამდე - 2022 წლის 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.ამის შესახებ "ჰოლოსის" სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თავის ტელეგრამაში განაცხადა.

ორივე გადაწყვეტილებას მხარი 328-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტები პარლამენტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა.

"პარლამენტმა მხარი დაუჭირა (#7664) საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივებას 2022 წლის 21 ნოემბრამდე. საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა (No7665) დადგენილების დამტკიცებას „საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

 შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ  ზელენსკიმ უმაღლეს რადას  საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. უკანასკნელად  უკრაინაში საომარი მდგომარეობა 90 დღით -23 აგვისტომდე გაგრძელდა. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საომარი მდგომარეობის პერიოდში 18-დან 60 წლამდე უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს ეკრძალებათ ქვეყნის გარეთ მგზავრობა. ასევე იზღუდება მოქალაქეების, უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების გადაადგილების თავისუფლება და დაწესებულია კომენდანტის საათი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics