|
2022-08-15 14:28:32, 4116 ნახვა
ეკონომიკა
ინტერნეტ მაღაზია veli.store - ყურსასმენები თქვენი კომფორტისთვის
როდესაც საქმე მუსიკის მოსმენას ეხება, ბუნებრივია ხმის ხარისხი ყველასთვის მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ხმას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მელოდიის ჟღერადობის სრულ სიზუსტეზე ამახვილებს ყურადღებას. ყურსასმენების შერჩევის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორები გარე ხმაურის იზოლაციას, კომფორტს, წონას, პორტაბელურობას და მის მოხერხებულად გამოყენებას მოიცავს. ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ერთი და იგივე მელოდია სხვადასხვა მოწყობილობაზე სხვადასხვაგვარად ისმინება და ხმაც შესაბამისად განსხვავებული ხდება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი უხარისხოა. შესაძლოა მიზეზი სრულიად სხვა, უფრო მარტივიც კი იყოს. მაგალითად ის, რომ თქვენი ყურსასმენი უბრალოდ ვერ მოირგეთ ან არც თუ ისე კომფორტულადაა შერჩეული იმ გარემოსთვის, სადაც მას იყენებთ. მაგალითად, როდესაც თქვენ სპორტ დარბაზში ვარჯიშობთ, კაბელიანი ყურსასმენები საკმაოდ არაკომფორტულია, ამ დროს უმჯობესია მომცრო ზომის, მსუბუქი ყურსასმენების გამოყენება, რომელიც ვარჯიშში არათუ ხელს შეგიშლით, არამედ პირიქით, ენერგიული მუსიკით დამატებით მოტივაციას შეგიქმნით. მაშინ, როდესაც დღეს გეიმინგ ინდუსტრია ვიზუალური გამოსახულების მაქსიმალურად რეალურთან მიახლოვებას ცდილობს, თამაშების მოყვარულებისთვის, მნიშვნელოვანია შეირჩეს ისეთი ყურსასმენები, რომლებიც გარე ხმაურის იზოლაციას მოახდენს. ინტერნეტ მაღაზია veli.store, სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენი ინტერესების, ჰობის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შესაბამისად შეძლებთ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული ყურსასმენები. 150-მდე სხვადასხვა ბრენდის, ფერის, ფორმის, ფუნქციის ყურსასმენები - ესაა ის ფართო ასორტიმენტი, რასაც ინტერნეტ მაღაზია ყველა ტიპის მომხმარებელს სთავაზობს. ინტერნეტ მაღაზია ყველა სახეობის, გეიმერულ, Bluetooth, ე.წ ყურში მოთავსებად, in-ear, დახურული და ღია ტიპის, True wireless-ის ტიპის, მსოფლიოში ცნობილი ყველა ბრენდის ყურსასმენებს გთავაზობთ, როგორიცაა Marshall, Klipsch, Apple, Skullcandy, Harman Kardon, Sony, JBL, Audio - Technic, HyperX, House of Marley little bird, Xiaomi, MSI immerse, Anker, Realme buds Air Pro, One plus Buds Z True, Baseus, Encok, Logitech, 1More Piston, Accesstyle Indigo, Genesis, Marvo… მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინტერნეტ მაღაზია თითოეული ადამიანის ბიუჯეტს არაჩვეულებრივად ერგება. veli.store-ში ყურსასმენები ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებლისთვისაა წარმოდგენილი და მათი ღირებულება 15 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს. ბუნებრივია, ყურსასმენები სპეციფიკაციებით და ხარისხით განსხვავებულია. მათ შესაფასებლად შეგიძლიათ მარტივი ხერხი გამოიყენოთ - მოუსმინეთ აკუსტიკური გიტარის ან ფორტეპიანოს მუსიკას - ასე ადვილად გაიგებთ განსხვავებას კარგსა და არც ისე კარგს შორის, არჩევანი მხოლოდ თქვენზეა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)