23:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 13:59:32, 2698 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია

„მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დროა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და მისმა პრეზიდენტმა, თავიანთი მიზანი გაიხსენონ და რეპუტაციაზე იფიქრონ.

„ყველა სამხედრო ტყვე და განსაკუთრებით "აზოვსტალის" მცველები არიან მებრძოლები, რომლებიც კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას. შესაბამისად „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია. დროა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და მისმა პრეზიდენტმა, პეტერ მაურერმა თავიანთი მიზანი გაიხსენონ და რეპუტაციაზე იფიქრონ“,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics