17:14 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 13:09:06, 1091 ნახვა

პოლიტიკა
მელია - „რუსულ ოცნებას“ ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა

„რუსულ ოცნებას“ ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაკანონის უზენაესობის სფეროში.

„ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე“,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, „რუსული ოცნება“ განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას, არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს.

„დეტალურად წარმოგიდგინეთ ფაქტები რომ „რუსული ოცნება“ განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს. ეს არის მათი რუსული დავალება და ამიტომაც იქცევიან ასე. ან რას ვითხოვთ მათგან, ვინც უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე, აახდინოს „რუსული ოცნება“ საქართველოში, „რუსულ ოცნებას“ ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა. ერთი სიტყვით, ადამიანად ყოფნა სადაც უნდათ, „რუსული ოცნება“ არ ახდება და იმპერიის ისეთ ჭაობში არ ამოვყოფთ თავს ბიძინა ივანიშვილო, სადაც თქვენ გსურთ რომ ჭაობში ბაყაყებად ვიქცეთ და მხოლოდ ვიყინოთ. ეს არ მოხდება და ამას ყველა ერთად, არცთუ შორეულ პერსპექტივაში დავინახავთ“,- დასძინა მელიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics