|
2022-08-12 19:11:05, 1399 ნახვა
ეკონომიკა
გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს. „თეგეტა მოტორსი“, სამუშაოს მაძიებლებს „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს აძლევს. „თეგეტა მოტორსის“ დასაქმების პროექტი – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან მსუბუქი ან სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრაქტიკულ სწავლებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დასაქმდებიან თეგეტას გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ეს გზა 2 წლის წინ გაიარა ნიკა თავაძემ და ის ახლა გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზეა დასაქმებული.
აკადემიაში სწავლით დაიწყო კარიერია ირაკლი გერმანმა, რომელიც მეხუთე წელია “თეგეტა ჰოლდინგის” გუნდის წევრია და ახლა სერვისის მენეჯერის პოზიციას იკავებს.
„დაიწყე კარიერა თეგეტაში“ - კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს თითოეული დასაქმებულის კარიერულ გაზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი დღეს უკვე რამდენიმე საფეხურით არის დაწინაურებული.
ვისაც სურვილი აქვს კარიერა საავტომობილო სფეროში დაიწყოს, არის მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული კომპანია ყველას თანაბრად აძლევს შანსს ისწავლოს აკადემიაში. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კი საუკეთესო კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ თბილისის ფილიალებში. სასწავლო კურსი 2022 წლის სექტემბერში იწყება და სრულად ფინანსდება „თეგეტა მოტორსის“ მიერ. პროექტში ჩასართავად ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია ან გამოგზავნოს რეზიუმე ელ.ფოსტაზე: career@tegetamotors.ge.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)