22:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 10:48:49, 1339 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რუსეთის ავიაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა

სამხედრო აეროდრომ „საკის“ ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებებმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობების დაქვეითება გამოიწვია,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, ახლა რუსული მხარე ოკუპირებულ ყირიმს თავის „უსაფრთხო ზონად“ არ მიიჩნევს.

„რუსული ფლოტის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, აიძულებს რუსეთის არმიას გადახედოს საფრთხის აღქმას. ყირიმი აღარ აღიქმება როგორც უსაფრთხო უკანა ზონა”- აღნიშნულია განცხადებაში.

დაზვერვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საკის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების თავდაპირველი მიზეზი უცნობია, თვითმხილველების ვიდეოზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ოთხი დაუფარავი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგია.

„მინიმუმ ხუთი Su-24 FENCER გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სამი Su-30 FLANKER H მრავალფუნქციური თვითმფრინავი”,- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ყირიმში აფეთქებები გაისმა საკის ავიაბაზაზე, სადაც რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები იყვნენ განლაგებული, რომლებიც ახორციელებდნენ რეიდებს.

მეორე დღეს უკრაინის საჰაერო ძალებმა დაადასტურა ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომზე ცხრა თვითმფრინავის განადგურება, მაშინ როცა უკრაინულმა მხარემ პასუხისმგებლობა არ აუღია ამ დარტყმებზე, უფრო მეტიც, თავად ოკუპანტები აფეთქებების სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ მიზეზებს ასახელებდნენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics