|
2022-08-11 18:17:00, 1361 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - აგვისტოს ომის წლისთავზე საქართველოს მთავრობას არ ეყო გამბედაობა გაეკიცხა აგრესორი - არანაირი რეაქცია არ ყოფილა
მაინტერესებდა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რა რეაქცია ექნებოდა და ეყოფოდა თუ არა ვინმეს გამბედაობა, გაეკიცხა აგრესორი და გაეხსენებინა რა მსხვერპლი და ზარალი მოიტანა რუსეთის ომმა საქართველოში,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიამ განაცხადა. მისი თქმით, მოხდა ისე, როგორც ელოდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა, რაც შიშით და რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა განპირობებული. „დღეს, რამდენიმედღიანი სპეციალური პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე ვიდეო გამომექვეყნებინა. მაინტერესებდა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რა რეაქცია ექნებოდა და ეყოფოდა თუ არა ვინმეს გამბედაობა, უკრაინასთან თუ არა, თავის ქვეყანასთან მიმართებით მაინც გაეკიცხა აგრესორი და გაეხსენებინა რა მსხვერპლი და ზარალი მოიტანა რუსეთის ომმა საქართველოში. მოხდა ისე, როგორც ველოდი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა, რაც შიშით და რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა განპირობებული. ქართული მედიისთვის თვალყურის დევნების დროს ერთადერთი რაც ვიპოვე, ჩემი ინიციატივით პარლამენტის დეპუტატებისთვის, მათ შორის ჩემთვის, რადგან მეც დეპუტატი ვარ, დიპლომატიური პასპორტის ჩამორთმევისა და მათი დასჯის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ეს გააზვიადეს და ამ ამბისგან რაღაცა სპეცოპერაცია შექმნეს. ახლა, კი სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა. უნდა გაიგოთ, რომ მსგავსი ვიზები საბედნიეროდ თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ ვინ რას წარმოადგენს, ვის რა პასპორტი ექნება და ვინ სად იქნება. აბა კარგად ბრძანდებოდეთ, გკოცნით“,- განაცხადა არახამიამ.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)