21:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 12:37:12, 1402 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - თუ უკრაინის პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობას მიიღებენ, რუსეთთან მოლაპარაკებას დავთანხმდებით

რუსეთთან მოლაპარაკებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ მასში უკრაინის პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა . 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმი ჩატარდება, უკრაინა მოლაპარაკებებზე არ ისაუბრებს, ხოლო ახლა, რადგან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, აზრი არ აქვს ამ პოზიციის შეფასებას.

'მინდა გითხრათ, რომ რუსებთან მოლაპარაკები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენი პარტნიორები იქნებიან მაგიდასთან, რადგან აზრი არ აქვს რუსებთან საუბარს და მინსკი-3-ის მიღებას", - დასძინა მან.

როგორც UNIAN იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განმარტა, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას. და თუ რუსეთი შეეცდება ეგრეთ წოდებული „რეფერენდუმების“ დახმარებით სამხრეთის დროებით ოკუპირებული რეგიონების ანექსიას, მაშინ მოლაპარაკებები საბოლოოდ დახურული იქნება.

 BBC-ისთან ინტერვიუსი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ  უკრაინა  რუსეთთან მოლაპარაკებებს მაშინ დაუბრუნდება, როცა კრემლის ულტიმატუმის ნაცვლად რეალური ამოსავალი წერტილი გამოჩნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics