21:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 12:18:17, 1472 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში

რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში. აგრესორი ქვეყანა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, ექვს თვეზე ნაკლებ დროში რუსებმა ჩაიდინეს საერთაშორისო დანაშაულების მთელი რიგი ჩაიდინეს.

„გენოციდმა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულებმა, ომის დანაშაულებმა და აგრესიამ, გამოაჩინა რუსეთის ბარბაროსული სახე“,- განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით,  „ტერორიზმი“ განმარტებულია, როგორც უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა დანარჩენი საზოგადოების ან საზოგადოების დაშინების მიზნით, ამიტომ რუსეთის ქმედებები 100%-ით შეესაბამება ამ განმარტებას.

„მუდმივი სარაკეტო თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხარკოვის, ნიკოლაევის და სხვა ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების ბარბაროსული დაბომბვა. საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა, ეს ყველაფერი უკრაინელების წინააღმდეგ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ტერორია. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, თანამედროვე რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში. ტერორისტული პუტინის რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპასა და მსოფლიოს. ამიტომ, საჭოროა ამის აღიარება და მისი დაუყოვნებლივ იზოლაცია“,- დასძინა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება.

ამასთან, მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან თავისუფალ სამყაროს მოუწევს რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად აღიარება საკუთარი დაცვისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics