21:53 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 14:11:04, 1201 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW: აფეთქებები ყირიმში - სარაკეტო დარტყმა თუ დივერსია

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც  ხერსონის რეგიონსა  და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე საჰაერო ბაზაზე მომხდარი აფეთქებებია განხილული.

ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, კრემლს განსაკუთრებული სურვილი არ აქვს დაადანაშაულოს უკრაინა რუსულ ობიექტებზე თავდასხმაში, რადგან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობას, როგორც ეს უკვე მოხდა უკრაინელების მიერ რუსული ფლაგმანი კრეისერის  განადგურების შემთხვევაში. .

 მკვლევარებს არ აქვთ მონაცემები, რომ დამოუკიდებლად შეაფასონ გუშინდელი აფეთქებების ზუსტი მიზეზი. ის ფაქტი, რომ ისინი ერთდროულად მოხდა ორ შორეულ ადგილზე, აშკარად გამორიცხავს შემთხვევითი ხანძრის ოფიციალურ რუსულ ვერსიას, მაგრამ არ გამორიცხავს არც დივერსიის აქტს და არც შორ მანძილზე რაკეტის დარტყმას.

ექსპერტების აზრით, უკრაინელებს შეეძლოთ შეეცვალათ ნეპტუნის რაკეტები სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, მაგრამ ამ დროისთვის ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics