20:37 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 10:50:33, 2606 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ყირიმში „ტერორისტული საფრთხის“ მაღალი დონე გამოცხადდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში „ტერორისტული საფრთხის“ მაღალი (ყვითელი) დონე,  გამოცხადდა რომელიც ძალაში უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე, 24 აგვისტომდე  დარჩება.

როგორც ე.წ. ყირიმის მეთაურმა განმარტა „ტერორისტული საფრთხის“ დონე ყირიმის რიგ რაიონებში და სტრატეგიულ ობიექტებზე გამოცხადდა.

"9 აგვისტოდან 24 აგვისტომდე იქნება ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე რიგ რაიონებში და ყირიმში სტრატეგიულ ობიექტებზე.არმიანსკის, ჟანკოის, კრასნოპერეკოპსკის მუნიციპალურ რაიონებში და ჟანკოის და კრასნოპერეკოპსკის ოლქებში;

ტრანსპორტის სამინისტროს, საბინაო და კომუნალური მომსახურების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ენერგეტიკისა და საწვავის სამინისტროს, სამრეწველო პოლიტიკის სამინისტროს და წყლის მართვისა და მელიორაციის სახელმწიფო კომიტეტს,"- წერს სერგეი აქსიონოვი Telegram- ში.

აქსიონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზომები მიღებულია ყირიმისა და მისი მაცხოვრებლების უსაფრთხოებისა და ტერორიზმისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

„ეს ღონისძიება არის ექსკლუზიურად პრევენციული, ვინაიდან სიტუაცია რეგიონში სრულად არის სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ“, დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს  აფეთქებები მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის საკის რაიონში, ნოვოფედორივკაში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე. ე.წ და რუსეთის მიერ დანიშნულმა "ყირიმის მეთაურმა" სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში საკის აეროდრომზე არავის გაუსროლია, მაგრამ რატომღაც მოხდა საბრძოლო მასალის აფეთქება . მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ TASS-ს განუცხადა, რომ აფეთქებები " სახანძრო უსაფრთხოების დარღვევამ " გამოიწვია.

The New York Times ციტირებს "უმაღლეს უკრაინელ სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო ბაზაზე აფეთქების უკან უკრაინული ძალები იდგნენ.


უკრაინის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევი არ მონაწილეობდა ნოვოფედორივკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებში, მაგრამ დასძინა, რომ აფეთქების უკან შესაძლოა უკრაინელი პარტიზანები იდგნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics