2022-08-09 19:41:06, 1496 ნახვა
ომი უკრაინაში
ვერეშჩუკი - დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი
დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი. - ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინასი.
"დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები.
და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი. იმიტომ რომ ის უკრაინაა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ყირიმის ოლქის სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,