2022-08-09 17:21:52, 853 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი ინდუსტრიულ ქალაქებში ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს
ინდუსტრიულ ქალაქებში მოსახლეობის ალკოჰოლიზმის პრობლემის მოგვარება აუცილებელია. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ სჭირდებათ უფრო აქტიური ურთიერთობა ფედერალურ ხელისუფლებასთან აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
"ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური ურთიერთობა ფედერალურ ხელისუფლებასთან, თქვენ გაქვთ ამის ყველა შესაძლებლობა, თქვენი წინა სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სოკოლოვმა პუტინის ინიციატივის საპასუხოდ თქვა, რომ ეს თემა „დღის წესრიგშია".
ავტორი: ექსპრესნიუსი,