20:37 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 15:52:02, 1418 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა

უკრაინამ 17 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ცხედრების დაბრუნების ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა.

„მორიგი ოპერაცია ჩატარდა გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასაყვანად. უკრაინამ კიდევ 17 დამცველის ცხედარი დააბრუნა. ოპერაცია ჩატარდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით”,- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 4 ივნისს ცნობილი გახდა დაღუპული ჯარისკაცების პირველი ოფიციალურად დადასტურებული გაცვლის შესახებ რუსულ მხარესთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 

უკრაინამ მაშინ  სულ 320 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომელთა გაცვლა მის საჯაროდ გამოცხადებამდე ორი დღით ადრე განხორციელდა.

ოპერაცია თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და უკრაინის სხვა სამართალდამცავი უწყებები ახორციელებდნენ.

ამასთან, 26 ივლისს, უკრაინამ კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარის დააბრუნება შეძლო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics